Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვერ ხედავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას


დენის შმიჰალი
დენის შმიჰალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიჰალი, აცხადებს, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავას ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას.

„საგანგებო მდგომარეობა ცხადდება ექსტრემალური ვითარების შემთხვევაში. დღესდღეობით, უკრაინაში კორონავირუსის გარშემო შექმნილი ვითარება უფრო მშვიდად გამოიყურება ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით“, - განაცხადა შმიჰალმა 23 მარტს ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლის დროს.

24 მარტის მონაცემებით, უკრაინაში დადასტურებულია COVID-19-ით დაინფიცირების 85 შემთხვევა.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 13 მარტიდან 3 აპრილამდე დააწესა კარანტინი. ქალაქებში დაიხურა ყველა დაწესებულება, სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. 18 მარტიდან ჩაიკეტა საზღვარი უცხოელი მოქალაქეებისთვის, შეწყდა საერთაშორისო სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა. 17 მარტიდან მუშაობა შეაჩერა კიევისა და სხვა ქალაქების მეტროპოლიტენმა.

XS
SM
MD
LG