Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია


ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევათა რაოდენობა სამით გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსი 70 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ცხრა გამოჯანმრთელებულია, - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG