Accessibility links

ერთი წლით გადადებული ოლიმპიური თამაშები ისტორიაში მაინც ტოკიო 2020-ის სახელით შევა


„2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გასამართი ოლიმპიური თამაშები გადადებულია და გაიმართება 2021 წელს, არაუგვიანეს ზაფხულისა. კონკრეტული თარიღის შესახებ კი მოგვიანებით შევიტყობთ“, - დაწერა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურ ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდზე.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, იაპონიის მთავრობისა და ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელთა დღევანდელი შეთანხმების თანახმად, ოლიმპიურ თამაშებთან ერთად, გადადებულია პარალიმპური თამაშებიც, რომელიც ასევე ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო, 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. დღესვე გადაწყდა, რომ შეცვლილი თარიღის მიუხედავად, თამაშების დასახელება იგივე დარჩება: „ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები ტოკიო-2020“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG