Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეზუგბაია: აშშ-ის კლასტერს ეკუთვნის ერთი პაციენტი, ვისაც კორონავირუსი 24 მარტს დაუდასტურდა


პაციენტებიდან, რომლებსაც კორონავირუსი (COVID – 19) 24 მარტს დაუდგინდა, ერთი ცენტრალურ ინიფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც კლინიკის სამედიიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ არის პრობლემური. ექიმის ინფორმაციით, ის აშშ-ის კლასტერს მიეკუთვნება.

„პაციენტის კვლევები გაგრძელდება. 24-48-საათიანი დინამიკით ჩატარებული კვლევების შედეგად, შესაძლებელი გახდება, მისი პროგნოზული მდგომარეობის შეფასება“, - აღნიშნავს ეზუგბაია.

ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად სულ 33 პაციენტი იმყოფება, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელების ტენდენციას, როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტიდან მიღებულია პირველადი უარყოფითი პასუხი, რამდენიმე კი უმნიშვნელო კონცენტრაციით, მაგრამ მაინც დადებითად მიიჩნევა.

„2-3 დღეში მათთან განმეორებით ჩატარდება გამოკვლევა და გაგრძელდება ტესტირების მონიტორინგი“, - თქვა ექიმმა.

ინფექციურ საავადმყოფოში 24 მარტს დილიდან 12 პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევა, აქედან ერთს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია.11-ის პასუხი კი პასუხი იყო უარყოფითი. ამდენივე ადამიანის მასალის გამოკვლევა გრძელდება.

საქართველოში კორონავირუსი სულ 70 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ინფექციური საავადმყოფოს ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

ახალი სახეობის კორონავურისის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG