Accessibility links

მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმია


ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის (COVID – 19) ინფექცია დაუდასტურდა, ექიმია.

„ამ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან [ექიმებთან] შეხვედრა, მაგრამ იმ დროს ჯანმრთელი იყო. მან, როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, რამდენიმე დღის შემდეგ გამოუვლინდა კლინიკა, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები. ეს დინამიკაში გამოვლინდება. ამ ქალთან არსებული კონტაქტების შესწავლა გაგრძელდება“, - უთხრა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი სულ 70 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ინფექციური საავადმყოფოს ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

ახალი სახეობის კორონავურისის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG