Accessibility links

კადიროვი აცხადებს, რომ კარანტინის დამრღვევი სიკვდილის ღირსია


ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის დამრღვევი ადამიანი სიკვდილის ღირსია. ინტერნეტ-პორტალ „კავკაზსკი უზელის“ თანახმად კადიროვს მხედველობაში ჰყავდა რესპუბლიკის ბინადარი, რომელმაც მექადან დაბრუნების შემდეგ არ დაიცვა კარანტინის წესები.

„ასეთი ადამიანი, რომელიც თავად უქმნის საკუთარ თავს პრობლემას, მე თუ მკითხვათ, სიკვდილის ღირსია. მარტო თვითონ კი არ დაავადდება, არამედ საკუთარ ოჯახს, დებს, ძმებს და მეზობლებსაც გადასდებს ამ სენს“, - უთქვამს რამზან კადიროვს.

ჩეჩნეთში კორონავირუსი ერთ ადამიანს აღმოაჩნდა. ვირუსის მატარებელი შესაძლოა იყოს კიდევ ორი კაცი, რომელიც მექაში იმყოფებოდა სალოცავად და თურქეთის გავლით დაბრუნდა სამშობლოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG