24 მარტის მდგომარეობით სომხეთში 249-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, მათ შორის ერთ-ერთი პაციენტის, 77 წლის დაინფიცირებულის, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ამის თაობაზე თავისი სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც დეტალურად აღწერა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადგილსამყოფელი. "დაინფიცირებულთა უმრავლესობა „ნორკის“ საავადმყოფოშია მოთავსებული. დანარჩენები ქვეყნების სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთში, სადაც 16 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, 868 კაცია იზოლიებული, 2419-ისათვის დაწესებულია სახლში თვითიზოლირება.