Accessibility links

ზურაბიშვილმა ემიგრანტებს მიმართა: „ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ!“


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის საფრთხის შესახებ ემიგრანტებს მიმართა და სიფრთხილისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისაკენ მოუწოდა, - იტყობინება ადმინისტრაცია.

„ჩემო თანამემამულეებო, მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც იმყოფებით საქართველოს საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში, თქვენი ოჯახებისგან მოშორებით, იქ, სადაც ახალი კორონავირუსია გავრცელებული, მძიმე პირობებში. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი სოლიდარობა და გთხოვოთ - იყავით ძალიან ფრთხილად, მოუსმინეთ ყველა რეკომენდაციას და ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ აქვს პასუხი, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩარტერული ავიარეისებით საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც, მაგალითად, იტალია და ესპანეთია. ამ ქვეყნებში კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციამ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG