Accessibility links

აბდულა აბდულა: თალიბების განთავისუფლება სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს


აბდულა აბდულა

ავღანეთის ყოფილმა მთავარმა აღმასრულებელმა აბდულა აბდულამ განაცხადა, რომ თალიბი პატიმრების განთავისუფლება სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს და ხელს შეუწყობს ავღანეთში სამშვიდობო პროცესს.

აბდულამ ეს განცხადება 26 მარტს გააკეთა მას მერე, რაც წინა დღით ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ გამოაცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლები თალიბანის დელეგაციასთან შესახვედრად ემზადებიან გასამხედროებული დაჯგუფების პატიმრობაში მყოფი წევრების გასათავისუფლებლად.

თალიბანისა და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები პირისპირ შეხვდებიან უახლოეს დღეებში, რათა მოილაპარაკონ 31 მარტამდე პატიმრების განთავისუფლების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG