Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის ტესტებზე კერძო კლინიკებში ფიქსირებული თანხა იქნება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოთხ კერძო კლინიკას კორონავირუსის სწრაფი ტესტების ჩატარებისა და PCR ტექნოლოგიების განხორციელების უფლება მისცეს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ კომპანიების მხრიდან იმ ფასების დაფიქსირებას, რომელიც უკვე იყო საქართველოში. ჩვენ, ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება ფასების ფიქსირება და უმეტეს შემთხვევაში ეს თანხები იქნება გადახდილი სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც იქნება ექიმის დამადასტურებელი ცნობა", - თქვა მან.

მისივე განმარტებით, საქართველოში ახლა შვიდი ლაბორატორიაა, სადაც ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ტესტებით კორონავირუსის კვლევა შეუძლია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 79 შემთხვევაა. კარანტინის გამო ჩაიკეტა მარნეულისა და ბოლნისის რაიონები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG