Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში მკაცრი კარანტინი შემოიღეს COVID-19-ით პირველი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ


ყაზახეთის ორმა უდიდესმა ქალაქმა საკარანტინო ზომები მიიღო კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად.

ახალი ზომები 26 მარტს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ყაზახეთის მთავრობამ დაადასტურა ცნობა ქვეყანაში COVID-19-ით პირველი გარდაცვლილის შესახებ.

ქალაქების, ნურ-სულთანისა და ალმატის მაცხოვრებლებს აეკრძალებათ სახლების დატოვება. გამონაკლისს წარმოადგენს სამსახურში და სურსათისა და მედიკამენტების საყიდლად სიარული. აკრძალვა 28 მარტიდან ამოქმედდება.

ხელისუფლება ასევე დახურავს საქალაქთაშორისო სატრანსპორტო ტერმინალებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ყაზახეთის სიდიდით მესამე ქალაქ ჩიმკენტში.

26 მარტს ყაზახეთში დადასტურებული იყო კორონავირუსით ინფიცირების 109 შემთხვევა.

მეზობელ უზბეკეთში ხელისუფლებამ 26 მარტს შეზღუდვები დააწესა სამარყანდში, ნამანგანსა და ანდიჟანში.

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტსა და გარე სამყაროს შორის 24 მარტს აიკრძალა ყოველგვარი სამგზავრო მიმოსვლა.

26 მარტის ოფიციალური მონაცემებით, უზბეკეთში 65 ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით.

ყირგიზეთში დადასტურებულია 44 შემთხვევა.

ცენტრალური აზიის დანარჩენ ორ ქვეყანას - თურქმენეთსა და ტაჯიკეთს - ინფიცირების არცერთი შემთხვევის შესახებ არ გაუკეთებია განცხადება.

XS
SM
MD
LG