Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-მა ჩინეთს გაუსწრო COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობით


ვაშინგტონი

აშშ-მა მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა კორონავირუსით (COVID-19) დაავადებულთა რიცხვით.

27 მარტის 8:00 საათის მდგომარეობით, შეერთებულ შტატებში სულ დაავადდა 85 594 ადამიანი. მათგან ახალია 159 შემთხვევა. გარდაცვლილია 1300. გამოჯანმრთელდა 1868.

ვირუსის გავრცელების მხრივ, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ნიუ-იორკის შტატში, სადაც 37 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა. შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის გადატვირთვას გამოიწვევს. არსებობს სუნთქვის აპარატების დეფიციტის საფრთხეც.

ბოლო დრომდე დაავადებულთა რიცხვით პირველ ადგილზე იყო ჩინეთი, საიდანაც რამდენიმე თვის წინ დაიწყო ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება. 27 მარტის დილის მონაცემებით, ჩინეთში სულ დაავადდა 81 340 ადამიანი. მათგან ახალია 55 შემთხვევა. გარდაცვლილია 3292. გამოჯანმრთელდა 74 588.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG