Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით დაავადების 2 ახალი და განკურნების 2 ახალი შემთხვევაა


საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით COVID-19-ით ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა.

ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი.

განახლებული მონაცემები 27 მარტს, 10:00 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაავადდა სულ 81 ადამიანი. მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

26 მარტის ღამის მდგომარეობით, დადასტურებული იყო დაავადების სულ 79 და მათგან გამოჯანმრთელების 11 შემთხვევა.

27 მარტის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4505 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247.

XS
SM
MD
LG