Accessibility links

logo-print logo-print

ტრამპმა ტესტირების მასშტაბით ახსნა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვით აშშ-ის პირველობა


პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასობრივი ტესტირებით ახსნა ის ფაქტი, რომ აშშ პირველ ადგილზე აღმოჩნდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობით. 26 მარტს გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში ტესტს უამრავ ადამიანს უკეთებენ.

ამავე ბრიფინგზე, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ საერთო ჯამში ჩატარებულია 552 000 ტესტირება. პენსის ინფორმაციით, აშშ-ში შემუშავდა ახალი ტესტი, რომელიც კორონავირუსს 15 წუთში ავლენს და ის ნებართვის მისაღებად გაგზავნილია მედიკამენტებისა და პროდუქტის ხარისხზე მეთვალყურეობის სააგენტოში.

27 მარტის დილის მდგომარეობით, აშშ პირველ ადგილზეა COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობით და გაუსწრო ჩინეთს, საიდანაც ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება დაიწყო. აშშ-ში უკვე დაავადდა 85 500-ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის შემთხვევაში ეს რიცხვი 81 000-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG