Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის „ვადების განულებას“ მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეთა ნახევარზე ნაკლები


თითქმის თანაბარად გაიყო რუსეთის მოქალაქეთა აზრი ვლადიმირ პუტინისათვის საპრეზიდენტო ვადის „განულების“ შესახებ.

ეს ცნობილი გახდა „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად. საკონსტიტუციო შესწორებას, რომელიც ვლადიმირ პუტინს უფლებას აძლევს, კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭის პრეზიდენტის პოსტზე, ემხრობა რესპონდენტების 48%, ხოლო 47 პროცენტი - არ ემხრობა.

ამასთან, 2024 წლის შემდეგ პუტინის პრეზიდენტად ნახვა სურს გამოკითხულთა 46 %-ს. 2019 წლის ივლისში მათი რიცხვი იყო 54%.

16 მარტს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც, სხვა გარემოებებთან ერთად, ვლადიმირ პუტინის წინა საპრეზიდენტო ვადას ანულებს.

მანამდე, რუსეთის მმართველი „ედინაია როსიას“ წარმომადგენლის, კოსმონავტ ვალენტინა ტერეშკოვას ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ორივე პალატამ და ყველა რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ.

25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კორონავირუსის პანდემიის გამო გადადო 22 აპრილისთვის დანიშნული კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

27 მარტის, ბოლო მონაცემებით, რუსეთში კიდევ უფრო გაიზარდა და 1036-ს აღწევს კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG