Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო პოლიციამ 3 პირი დააჯარიმა


პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 3 პირი დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულების წესით გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, აღნიშნული ფაქტები იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში გამოვლინდა.

თვითიზოლაციის წესების დამრღვევები 3000 ლარის ოდენობის თანხით დაჯარიმდნენ.

27 მარტის 16 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 81 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან გამოჯანმრთელდა - 13. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4505 ადამიანი იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG