Accessibility links

ევროკავშირმა დასტური მისცა ბლოკში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანების გარშემო მოლაპარაკების დაწყებას


ევროკავშირმა საბოლოო დასტური მისცა ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთს, დაიწყოს ბლოკში მათი გაწევრიანების გარშემო მოლაპარაკება. ორი დღის წინ ევროკავშირის მინისტრებმა განაცხადეს თანხმობა ბალკანეთის ორი მცირე ქვეყნის მიმართ პროცესის დაწყების შესახებ.

ევროპის კავშირში ამ ორი სახელმწიფოს გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არაერთხელ გადაიდო ბლოკის წევრებს შორის უთანხმოების გამო.

მოლაპარაკების დაწყების თარიღი არ გამოუცხადებიათ. ის შეიძლება წლობით გაგრძელდეს, სანამ კანდიდატი ევროკავშირის წევრი გახდება.

ბრიუსელში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ კორონავირუსის გამო არაა მოსალოდნელი, რომ მოლაპარაკების პროცესი შემოდგომამდე დაიწყოს.

ევროკავშირთან ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის დაახლოების პროცესის შენელებას უჭერდნენ მხარს საფრანგეთი, ნიდერლანდი და დანია, რომლებიც თვლიდნენ, რომ ამ ქვეყნებს რეფორმირება სჭირდებათ ეკონომიკის, მართვის, ასევე კანონის უზენაესობის აღიარების მხრივ. მაგრამ, სხვები მიიჩნევდნენ, რომ საჭირო იყო ამ მომცრო ქვეყნების კავშირში შეყვანა რუსეთისა და ჩინეთის გავლენისგან დასავლეთი ბალკანეთის დასაცავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG