Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ასი ათასს მიუახლოვდა


მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვილთა რაოდენობამ 26 ათასს გადაჭარბა და აშშ-მა ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობით გაასწრო ჩინეთსა და იტალიას.

იტალიას სარეკორდო დღე ჰქონდა გარდაცვლილთა რაოდენობით: კორონავირუსს 27 მარტს 969 ადამიანი ემსხვერპლა. სულ დაღუპულთა რაოდენობამ სამხრეთი ევროპის ამ ქვეყანაში 9134-სს მიაღწია, ხოლო აღრიცხულ ინფიცირებულთა რაოდენობა 86500-ია.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისასა 27 მარტს უთხრა, რომ მას ბრძოლაში პეკინის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკურ დახმარების კანონპროექტს მას მერე, რაც ის წარმომადგენლთა პალატამ დაამტკიცა.


ბრიტანეთში, ამ ქვეყნის პრემირ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა გამოაცხადეს, რომ მათ კორონავირუსი შეეყარათ.

აშშ-ში 97200 ინფიცირებული და 1478 დაღუპულია. ნიუ-იორკის და ნიუ ორლეანის საავადმყოფოებში ვეღარ აუდიან პაციენტების ტალღას.

ნიუ იორკი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების აფეთქების ეპიცენტრი გახდა. ამ ქალაქზე მოდის აშშ-ში ინფიცირებულთა თითქმის ნახევარი და დაღუპულთა მესამედი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, მსოფლიოში 27 მარტისთვის 576800 ინფიცირებულია. ეს რიცხვი 80 ათასით გაიზარდა მსოფლიოში წინა დღის შემდეგ.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ პანდემიის გავრცელება სულ უფრო სწრაფი ხდება.

აშშ-ის საფონდო ბირჟებზე კურსების დაცემა გაგრძელდა. Dow Jones-ის სამრეწველო ინდექსი შემცირდა 4 პროცენტით, ნიუ-იორკის ბირჟაზე საფონდო ინდექსებმა დაკარგეს 3,5 პროცენტი. მიუხედავად იმისა, რომ აქციების ფასები დაბალია, მათ გარკვეული ზრდა განიცადეს იმ ფაქტორის გამო, რომ ეკონომიკური დახმარების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის.

მკვეთრად ეცემა საწვავის ფასი, რადგან მთელ მსოფლიოში შეჩერდა მოთხოვნა ამ პროდუქტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG