Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის მთავრობა განიხილავს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას


ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა, განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გაგრძელებას, თუ მას საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს. მიმდინარე საგანგებო მდგომარეობის ვადა 1 აპრილს იწურება.

ჩეხეთში კორონავირუსით დაახლოებით 2837 კაცია დაავადებული. 17 პაციენტი გარდაიცვალა. 11 ავადმყოფი განიკურნა. ტესტირებულია 43 500-მდე ადამიანი.

საგანგებო მდგომარეობის კანონით ჩეხეთის ტერიტორიაზე აკრძალულია ყოველგვარი მასობრივი თავყრილობა, ქუჩაში გამოსვლა ნებარდართულია მხოლოდ პირბადეებით, ჩაკეტილია საზღვარი მეზობელ ქვეყნებთან და შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა, გარდა ჩარტერული რეისებისა, რომლითაც ქვეყანაში შემოდის სამედიცინო აჭურვილობა და პრეპარატები კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG