Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ახალი კანონი IMF-დან დახმარების მიღებას გახდის შესაძლებელს


უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ, პირველი წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომელიც შესაძლებელს გახდის საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან კიევისთვის მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარების მიღებას.

კანონი, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იქნა მიღებული წუხელ ღამით, იმ ბანკების ყოფილ მფლობელებს, რომელთა ნაციონალიზაცია ან ლიკვიდაცია მოხდა უკანასკნელ წლებში, უკრძალავს მათზე უფლებების კვლავ აღდგენას ან ფულადი კომპენსაციის მიღებას.

კანონს სხვა შედეგებიც აქვს უკრაინის საბანკო სისტემისთვის. ანალიტიკოსთა თქმით, მისი მთავარი მიზანია, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მაგნატს, „პრივატბანკის“ ყოფილ მფლობელს, იჰორ კოლომოისკის, არ მისცეს ბანკზე უფლებების აღდგენის საშუალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG