Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ამბობს, რომ ხედავს „სინათლეს გვირაბის“ ბოლოს, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხედავს იმედის ნაპერწკალს COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საქვეყნო ბრძოლაში იმ ფონზე, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის უწყების წარმომადგენლები უკიდურესად მუქ ფერებში ხედავენ პანდემიის გავლენას.

5 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ „ბევრი გარდაცვლილი“ იქნება და ამერიკელებს დაუდგებათ „ყველაზე რთული“ კვირა COVID-19-ის პანდემიის გამო. მაგრამ მოგვიანებით შეარბილა შეფასება და დასძინა, რომ ვითარება ახალ ინფექციასთან დაკავშირებით ქვეყანაში „გამოსწორდება“, მათ შორის, ყველაზე პრობლემატურ შტატებში.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე დასძინა, რომ აშშ წინ წავიდა კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებაში, თუმცა არ წარმოუდგენია არანაირი კონკრეტული ინფორმაცია ან მტკიცებულება. „ჩვენ ვხედავათ სინათლეს გვირაბის ბოლოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 5 აპრილს, კორონავირუსის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე თავისი ყოველდღიური მიმართვის დროს.

XS
SM
MD
LG