Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Georgian Airways: პატრიარქის ნაჩუქარი ხატი გაუძღვება რეისებს, რომლებიც ევროპაში ჩარჩენილ მოქალაქეებს ჩამოიყვანს


საქართველოს ავიახაზების (ჯორჯიან ეარვეისის) დირექტორის, რომან ბოკერიას თქმით, ხვალიდან თვითმფრინავი, რომელიც კორონავირუსის გამო ევროპაში ჩარჩენილ მგზავრებს ქვეყანაში დააბრუნებს, პატრიარქის ნაჩუქარი ხატით შეასრულებს რეისებს. ამის შესახებ რომან ბოკერიამ რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს აღნიშნა.

ბოკერიას თქმით, ხატი საპატრიარქოში დღეს გადასცეს.

"დღეს პატრიარქმა ეს ხატი აკურთხა ჯორჯიან ეარვეისის სახელზე იმისათვის, რომ მადლი და ლოცვა გადასულიყო ჩვენი ეკიპაჟის წევრებზე და რაც მთავარია, იმ ხალხზე, რომელიც ჩამოგვყავს ჩვენ. ხვალ, 7 აპრილს ხატი უკვე აბრძანდება ჩვენს ბორტზე და იფრენს ყოველ იმ რეისთან ერთად, რომლითაც ჩამოგვყავს საქართველოს მოქალაქეები", - ამბობს ბოკერია.

მანვე აღნიშნა, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მათი თვითმფრინავი 19 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე ისრაელიდან ცეცხლს ჩამოიტანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG