Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 7 მძიმე პაციენტი მკურნალობს


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ ეტაპზე კლინიკაში მძიმე პნევმონია COVID-19-ით ინფიცირებულ 7 პაციენტს აღენიშნება, მათგან უფრო მძიმედ 2 პაციენტის მდგომარეობა ფასდება.

„მათთან მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა. იმედი გვაქვს მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან. დანარჩენი 5 პაციენტი ჯერჯერობით როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა ასე ფასდება“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს.

9 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში 214-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ით დააავდებულთა საერთო რიცხვი. მათგან გამოჯანმრთელებულია 50. გარდაიცვალა 3.

სამთავრობო ვებსაიტზე 9 აპრილის 10:15 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG