შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცავებმა , საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის სულ 115 ახალი ფაქტი გამოვლინეს. აქედან
- კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 73 პირი
- საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დარღვევის გამო დაჯარიმდა 15 მოქალაქე
- მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 27 პირი.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 1500 ლარი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.
31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი.
9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 214 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 3 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულია 50.
დაწერეთ კომენტარი