Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა შეიმუშავეს პანდემიით გამოწვეული ზარალის პირობებში საფინანსო სტიმულირების გეგმა


ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა შეიმუშავეს საგანგებო გეგმა, რომლის ფინანსური მოცულობა 500 მილიარდი ევროა. აქტის მიზანია დახმარება გაუწიონ ეკონომიკებს, რომლებმაც ზარალი ნახეს კორონავირუსის პანდემიის გამო.

რამდენიმეკვირიანი უთანხმოების შემდეგ, რომელიც გამოვლინდა ევროზონის ქვეყნებს შორის, მინისტრები 9 აპრილს შეთანხმდნენ სამი ზომის გარშემო, რომლებიც შეეხება მშრომელებს, მეწარმეებსა და ქვეყნებს. ეკონომიკის სფეროში ევროკომისარმა პაოლო ჯენტილიონიმ ტვიტერით დაწერა, რომ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პაკეტი.

პაკეტის ძირითადი ნაწილია 240-მილიარდევროიანი სასწრაფო იაფი კრედიტები ევროზონის გადარჩენის ფონდიდან, რაც ევროპის სტაბილურობის მექანიზმს წარმოადგენს და განკუთვნილია მოვალე ქვეყნების, კერძოდ, იტალიის და ესპანეთის დასაფინანსებლად.

პაკეტი შეიცავს ევროპის ინვესტიციის ბანკის გარანტიებს, რათა მოხდეს ხელფასების სუბსიდირება, იმისათვის რომ ფირმებმა სამუშაო საათები შეამცირონ და არა სამუშაო ადგილები.

შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი საერთოევროპული ვალის გაცემის გარშემო, ეგრეთ წოდებული კორონაბონდების შესახებ, რასაც ესწრაფვოდნენ დიდი ვალის მქონე სახელმწიფოები, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი, და რასაც არ ეთანხმებოდნენ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები, გერმანია, ნიდერლანდი, ფინეთი და ავსტრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG