Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში 100,000-ს გადააჭარბა კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა


მსოფლიოს გარშემო 100,000-ს გადააჭარბა ახალი კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა, იმ ფონზე, როცა ბევრი ქრისტიანი ემზადება აღდგომის დღესასწაულის კარანტინის პირობებში აღნიშვნისთვის. ინფიცირებულთა რაოდენობა გლობალურად 1,7 მილიონს აჭარბებს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად.

გავრცელებული ვარაუდით, ინფიცირების და გარდაცვალების მონაცემები მსოფლიოში შესაძლოა გაცილებით მაღალიც იყოს - რადგან მონაცემთა შედგენის განსხვავებული მეთოდები, შეზღუდული ტესტირება და ზოგიერთი მთავრობის მიერ მონაცემების დამალვა ხელს უშლის უფრო რეალისტური სურათის მიღებას.

ამ პროცესებმა დაჩრდილა სააღდგომო ღონისძიებები კათოლიკე და ბევრი სხვა მიმდინარეობის ქრისტიანთათვის. წელს დღესასწაული მოკრძალებულად ჩატარდება, რადგან მილიარდობით ადამიანი სახლში რჩება, პანდემიის გავრცელების ტემპის შეჩერების მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG