Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 ფაქტი გამოვლინდა


ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

  • კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმდა 59 მოქალაქე;
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 55 მოქალაქე დააჯარიმეს;
  • ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი;
  • გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი;
  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 19 პირი დააჯარიმეს.

27 მარტიდან 10 აპრილამდე 9 მილიონ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 236 შემთხვევა. მათგან 56 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG