ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ტვიტერით წერს, რომ 12 აპრილს მისი კომისიის თანამშრომელი ემსხვერპლა COVID-19-ს, რესპირატორულ დაავადებას, რომელსაც ახალი კორონავირუსი იწვევს.
"ღრმა მწუხარებით ვაცხადებ, რომ გუშინ გარდაიცვალა კომისიის კოლექტივის თავდადებული წევრი, რომელიც COVID-19-ით იყო ავად. მთელი გულით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ვფიქრობ მის კოლეგებზე ევროპული კვლევების საბჭოდან (ERCEA) და უფრო ფართოდ, კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატიდან", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
დაწერეთ კომენტარი