Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ინაშვილი: ახლა უნდა ვეზიაროთ, ნუთუ, ამას ვერ ხვდებით


საქართველოს პარლამენტის წევრი პატრიოტთა ალიანსიდან, ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში მრევლმა პანდემიის დროს რეკომენდაციები გაითვალისწინეს. ამის შესახებ მან პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც უმრავლესობიდან თავის კოლეგებს უსაყვედურა.

"[აღდგომას] ლიტურგიაც ჩატარდება, წირვაც ჩატარდება, ვეზიარებით კიდეც, ვინც დგას ზიარების რიგში და ვინც მაზიარებელი და აღმსარებელია და წესებსაც და რეკომენდაციებსაც დაიცავს ჩვენი მრევლი... ჩემთვისაც გაუგებარია 9-დან დილის 6-მდე კომენდატის საათი და მეჩვენება, რომ ამ ლიტურგიასთან არის კავშირში, რომ გაუჭირდეს ადამიანებს წირვაზე მისვლა. პირიქით, ჩვენ ახლა უნდა ვეზიაროთ, ნუთუ, ამას ვერ ხვდებით?!" - თქვა ინაშვილმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით, კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე არაა რეკომენდებული სხვისი ნივთების გამოყენებაც. საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეუცვლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG