Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევ-პეჩორის ლავრაში უკვე 100-ზე მეტია კორონავირუსით დაინფიცირებული. ორი მღვდელი გარდაიცვალა


უკრაინელი გვარდიელები ლავრის შესასვლელთან
უკრაინელი გვარდიელები ლავრის შესასვლელთან

კიევში მდებარე ერთ-ერთ უდიდეს მართლმადიდებლურ მონასტერში - კიევ-პეჩორის ლავრაში უკვე 100-ს მიაღწია კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ. ორი სასულიერო პირი გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუკით საგანგებო მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

12 აპრილს კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსისგან გარდაიცვალნენ 73 წლის არქიმანდრიტი ნეკტარიოსი და 47 წლის იეროდიაკონი ნაუმი.

ამის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ მონასტრის მთელ ტერიტორიაზე შემოიღო კარანტინი, დააყენა პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 4 საგუშაგო, მოაწყო სპეციალისტების ლაბორატორიული ცენტრი.

კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს თანახმად, 14 აპრილს დილიდან კიევ-პეჩორის ლავრის შენობებში გაძლიერებული დეზინფექციის ჩატარება დაიწყეს. სამედიცინო შემოწმებას გადის ყველა სასულიერო პირი, რომლებიც მონასტრის ტერიტორიაზე ცხოვრობს.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით კიევ-პეჩორის ლავრა დაიხურა მრევლისა და ვიზიტორებისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG