Accessibility links

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ვიდეოზარით ისაუბრეს


COVID 19-ით გამოწვეული კრიზისისას რეგიონული სოლიდარობა მნიშვნელოვანია, - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიდეოზარით საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს გუშინ განხორციელებული სოლიდარობის აქტისათვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრის საქართველოს დროშის ფერებში განათება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება და სოლიდარობის საუკეთესო გზავნილია.

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.

„პრეზიდენტებმა რეგიონული სოლიდარობის საკითხებზეც ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსით გამოწვეული მძიმე ვითარება სწრაფად დასრულდება, განახლებულ პოლიტიკურ დღის წესრიგში რეგიონული ვიზიტები პრიორიტეტი იქნება და საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი შედგება“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG