Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრმა შემთხვევათა ზრდის ორი ე.წ. ცუდი სცენარი დაასახელა


„დღესდღეობით, შემთხვევათა ზრდის ორ მაგალითს განვიხილავთ. პირველ მაგალითზე ვდგავართ და კარგ შემთხვევაში ეს დინამიკა გაგრძელდება, მაგრამ განვიხილავთ ორ ცუდ მაგალითს, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება, 9 მაისისთვის 2 000 დადასტურებული შემთხვევა გვქონდეს, ცუდ შემთხვევაში კი 4 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა. ეს არის ის ცუდი გამოსავლები, რომელიც არის მოსალოდნელი, თუ ყველა წესს თანმიმდევრულად და მაღალი ხარისხით არ დავიცავთ“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

მინისტრი ხსენებულ სცენარებს ერთკომპონენტიან გათვლას უწოდებს.

„მე დავასახელე მხოლოდ ერთი რიცხვი. ესაა 9 მაისი და ამას ჩვენ ერთკომპონენტიან გათვლას ვეძახით, რაც, რა თქმა უნდა, დინამიკაში და დროის მონაცემებში შეიძლება, სხვადასხვა იყოს. ანუ, შეიძლება, იყოს 2 000-დან 3 000-მდე და იყოს 4 000-დან 5 000-მდე. აქედან გამომდინარე, ამ რიცხვს ასე თავისუფლად ნუ შევხედავთ, რომ ეს მხოლოდ 2 000-ია სამ მილიონ მოსახლეზე. ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა და არა გათვლა დინამიკაში, რომელიც ბევრად უფრო დრამატულადაც შეიძლება, გამოიყურებოდეს“, – აღნიშნავს ტიკარაძე.

15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 306 შემთხვევა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 71, გარდაიცვალა სამი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG