Accessibility links

მარინა ეზუგბაიას შეფასებით, covid-19-ით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა საგანგაშო არ არის


Georgia -- coronavirus cover

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა საგანგაშო მაჩვენებელს არ წარმოადგენს და ინფიცირებულთა რაოდენობის ზომიერი მატების შემთხვევაში ქვეყანაში რყევები არ იქნება:

„ჩვენ უკვე მეორედ გვაქვს 30, მაგრამ ამ ორ 30-ს შორის გვქონდა გარკვეულწილად რაღაცა კიდევ მცირე რაოდენობით. თუ ჩვენ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, რომ ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით, რყევები ქვეყანაში არ გვექნება, ასე ვფიქრობ და თქვენ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ როგორმე დავძლიოთ ეს პრობლემა,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, საჭიროა ყველა იმ შეზღუდვის დაცვა, რაც ქვეყანაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდაა გამოცხადებული.

16 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში 306-დან 336-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი.

საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დაფიქსირებული სულ 336 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 74. გარდაცვლილია 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG