Accessibility links

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღდგომის ღამეს მრევლს თბილად ჩაცმას ურჩევს


დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მრევლს სთხოვს, გაითვალისწინონ, რომ ტაძარში სააღდგომო მსახურება ღია ცის ქვეშ ჩატარდება და ამიტომ შესაბამისად ჩაიცვან. სოციალურ ქსელ ფეისბუკში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი წერს, რომ საკარანტინე წესების მიხედვით, სააღდგომო ლიტურგიაზე მისულებს გარეთ დგომა 21 საათიდან 6 საათამდე მოუწევთ. მისი განმარტებით, ლიტანიობაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ სამღვდელოება, მრევლი კი ტაძრის ეზოში მონიშნულ ადგილებზე განთავსდება.

ანდრია ჯაღმაიძე მოუწოდებს ასაკისა და ჯანმრთელობის კუთხით სარისკო ჯგუფში შემავალ მრევლს, თავი შეიკავონ ღამისთევის მსახურებაზე დასწრებისგან. დეკანოზი მიიჩნევს, რომ ამჯერად მოუხერხებელი იქნება ასევე ღვთისმსახურებაზე ბავშვების მიყვანაც:

„ყურადღება გამოიჩინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან გაკეთებული მითითებების მიმართ, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები შესაძლოა შედიან რისკ ჯგუფში, ასეთ მრევლს გთხოვთ დარჩით სახლში”, - წერს ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკში.

15 აპრილს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია საზოგადოებას სწორედ ანდრია ჯაღმაიძემ გააცნო.

„დიდ ტაძრებში საუბარია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც", - განმარტა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG