Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში 16 სამედიცინო მუშაკი გვყავს ინფიცირებული


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 16 სამედიცინო მუშაკია. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ექიმების საზოგადოების ნაწილი ვართ... დღეს დილის მონაცემებით, უკვე გვყავს 16 დაინფიცირებული სამედიცინო მუშაკი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად აუცილებელი კლინიკიდან... ეს ადამიანები როცა ინფიცირდებიან, ვეღარ მუშაობენ სამი-ოთხი კვირა... რეანიმაციის ექიმები თუ "ჩაგვიწვნენ", ვინ უნდა მოუაროს ამ ხალხს", - თქვა მან.

საქართველოში ამ ეტაპზე 336 ინფიცირებული ადამიანია ინფიცირებული, მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 3 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG