Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

348-მდე გაიზარდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა


სამთავრობო ვებგვერდის stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 348-ს მიაღწია, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 76, სამი ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 000. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 494. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

17 აპრილიდან სავალდებულო ხდება პირბადის ტარება დახურულ საჯარო სივრცეში. 17 აპრილს, დილის 12 საათიდან ქვეყანაში მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობაც იკრძალება. შეზრუდულია შესვლა-გამოსვლა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით გმოცხადებული კომენდანტის საათით, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

XS
SM
MD
LG