Accessibility links

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების მესამედი აშშ-ში ცხოვრობს


მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,2 მლნ-ს უახლოვდება. მათგან თითქმის მესამედი, დაახლოებით 0,7 მლნ აშშ-ზე მოდის.

აშშ ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა (678 210), ჩინეთმა კი, საიდანაც ინფექცია გავრცელდა, უკვე მეშვიდე ადგილზე (82 692) გადაინაცვლა.

ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ესპანეთი (184 948), შემდეგ მოდის იტალია (168 941), საფრანგეთი (165 027), გერმანია (137 698) და დიდი ბრიტანეთი (103 093).

გარდაცვლილთა სტატისტიკითაც პირველ სამეულში აშშ (34 641), ესპანეთი (19 315) და იტალია (22 170) ხვდებიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 77 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG