Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმი და COVID 19


Georgia -- Liberty Space blogs (Tavisupali sivrce)
Georgia -- Liberty Space blogs (Tavisupali sivrce)

ავტორი: ნინო საჩალელი

ტურიზმის სექტორი მზარდი ტენდენციით ხასიათდება მსოფლიო მასშტაბით უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში, თუმცა ბოლო წლებში წამყვან ტურისტულ ქვეყნებს დაუდგათ ისეთ პრობლმებთან გამკლავების საჭიროება, რომელიც ტურიზმის მასშტაბური ხასიათის ზრდის თანმდევი მოვლენებია, ეს არის “mass tourism” - მასობრივი ტურიზმი და “over tourism” - ოვერტურიზმი, რაც ტურისტული ობიექტების გადატვირთვას და ობიექტებზე იმდენი ტურისტის ერთად თავმოყრას გულისხმობს, რისი მიღების რესურსიც მას ფიზიკურად არ გააჩნია და რიგ შემთხვევებში იწვევს მასზე უარყოფით გავლენასაც კი. აღნიშნული საფრთხეებს უახლოვდება საქართველოც, სადაც ვიზიტორების რიცხვი იზრდება ყოველწლიურად, მაგრამ ეს ყველაფერი აქტუალური იყო 2020 წლის თებერვლამდე, სანამ კორონა ვირუსი არ შეეხო მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას - იტალიას და ინფექციის გავრცელების მთავარ წყაროდ სწორედ ტურისტები დასახელდნენ, ვირუსის აფეთქებიდან რამოდენიმე კვირაში, რაც ის მსოფლიო პანდემიად გამოცხადდა, ტურიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკარგა აქტუალობა და შეჩერდა რიგი პრობლემებისა, რაც ტურისტული ობიექტების გადატვირთვას ახლავს თან, ეს არის ავთენტურობის დაკარგვა, გამტარუნარიონობის პრინციპის დარღვევა და მდგრადი განვითარების პრინციპების უგულვებელყოფა. მეცნიერები საუბრობენ იმაზეც, რომ კორონა ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და ეს ინფექცია რამოდენიმე წლის განმავლობაში იარსებებს. აქედან გამომდინარე, ტურიზმის სექტორიც რიგი გამოწვევების წინაშე დადგება. ადამიანები დაიწყებენ ისეთი ადგილების მოძიებას, სადაც თავს იგრძნობენ უსაფრთხოდ და გადატვირთული ადგილების ნაცვლად უპირატესობას მიანიჭებენ ისეთი ადგილების მონახულებას და დასვენებას, სადაც სოციალური დისტანცირების დაცვის საშუალება ექნებათ, თავს იგრძნობენ უსაფრთხოდ და დაცულად. საქართველოს ტურიზმის სექტორი კი დგას იმ გამოწვევის წინაშე, რომ უფრო აქტიურად უნდა მოხდეს ეკო, აგრო და სოფლის ტურიზმის განვითარება, რაც სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სინერგიას გულისხმობს და ბუნებრივი რესურსების დაცვას გულისხმობს. აღნიშნული ტიპის ტურიზმის განვითარებით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა, ტურიზმის მომსახურებებისგან მიღებული შემოსავალი აქციოს დამატებით შემოსავლად, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება გახდეს მათი შემოსავლის ძირითადი წყარო.

თანამედროვე მსოფლიოში პანდემიის დასრულების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ მასობრივი ტურიზმის თავშეყრის ადგილებში ვიხილოთ სოციალური დისტანცირების დაცვის ნიშნები, ასევე კალკულაციები იმის შესახებ, სადაც განსაზღვრული იქნება დისტანცირების დაცვის პირობების გათვალისწინებით (1,5-2მეტრიანი დისტანცია) მისაღებ ტურისტთა ზღვრული რაოდენობა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს შეიძლება ცხოვრების წესადაც დამკვიდრდეს, რადგან ტურიზმი ასეთი ტიპის შეზღუდვებს ისედაც საჭიროებდა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG