Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა ავღანეთის უშიშროების ძალების კიდევ ოცი პატიმარი გაათავისუფლა


ავღანეთის მთავრობის მიერ 11 აპრილს განთავისუფლებული თალიბები
ავღანეთის მთავრობის მიერ 11 აპრილს განთავისუფლებული თალიბები

თალიბანმა განაცხადა, რომ გაათავისუფლა ავღანეთის უშიშროების ძალების წარმომადგენელთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც მას ჰყავდა დაპატიმრებული. ეს ნაბიჯი ნაწილია პატიმრების გადადებული გაცვლისა, რამაც ორ მხარეს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ გზა უნდა გახსნას.

თალიბანის პოლიტიკური ოფისის წარმომადგენელმა ყატარში, სუჰაილ შაჰიინმა განაცხადა ტვიტერით 16 აპრილს, რომ 20 ავღანელი ჯარისკაცი და პოლიციელი გაათავისუფლეს ლაღმანის პროვინციაში. თალიბანის სხვა წარმომადგენლმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ პატიმრები გადასცეს საერთაშორისო წითელ ჯვარს. ფაქტი არ დაუდასტურებია არც წითელ ჯვარს და არც ავღანეთის მთავრობას.

თუ ფაქტი დადასტურდა, სულ თალიბანის მიერ განთავისუფლებული პატიმრების რაოდენობა მიაღწევს 40-ს. ქაბულის მთავრობამ 300-მდე თალიბი გაათავისუფლა 8 აპრილის შემდეგ. აშშ-სა და თალიბანს შორის 29 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმებით, ავღანეთის მთავრობამ უნდა გაუშვას 5000 თალიბი მეომარი, რაც ნდობის მოპოვების ზომაა სამშვიდობო მოლაპარაკების წინ, რომლის მიზანიც 18-წლიანი ომის დასრულებაა ავღანეთში.

თალიბანი თავის მხრივ აპირებს გაათავისუფლოს ავღანეთის მთავრობის ათასი მეომარი და სამოქალაქო მუშაკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG