Accessibility links

კიევ-პეჩორის ლავრაში კიდევ 26 პირი დაინფიცირდა კორონავირუსით


კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს, ცნობით, კიევ-პეჩორის ლავრაში გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 26 შემთხვევა. მთლიანობაში მონასტერში დადასტურებულია СOVID-19-ით დაინფიცრების 1000 შემთხვევა. ორი სასულიერო პირი გარდაიცვალა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ აპირებს ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის ზომების შერბილებას სააღდგომოდ, რომელსაც უკრაინელი მართლდმადიდებლები სხვებთან ერთად წელს 19 აპრილს აღნიშნავენ. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მოუწოდა მლოცველებს, რომ დღესასწაული სახლში აღნიშნონ და მოერიდონ სტუმრად სიარულს.

„შარშან სააღდგომო რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 7,5 მილიონმა მოქალაქემ. თუ წელს ეკლესიაში ამის მეათედიც კი მივა, უკრაინაში ეს გამოიწვევს კორონავირუსის მორიგ აფეთქებას“, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, არტიომ შევჩენკომ.

18 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში სულ დადასტურებულია COVID-19-ის ინფექციით დაავადების 5106 შემთხვევა, 133 პაციენტი გარდაიცვალა.

კიევ-პეჩორის ლავრა დაკეტილია კარანტინზე. მაგრამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) მიტროპოლიტმა ონუფრიმ განაცხადა, რომ უკრაინელებს შეუძლით ეკლესიებში მისვლა სააღდგომო ღვთისმსახურებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG