Accessibility links

რუმინეთში კორონავირუსით სულ მცირე 1000 ექიმი და მედდა დაინფიცირდა


კლაუს იოჰანისის მიმართვა

რუმინეთი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა კორონავირუსით სამედიცინო მუშაკების დაინფიცირების მხრივ. ბუქარესტის სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფის ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ეპიდემიის განმავლობაში დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 1031 აღწევს.

რუმინეთში ასევე მატულობს და 18 აპრილს კიდევ 732-ით გაიზარდა COVID-19 ის ინფექციით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც 8500-ს აღწევს. 421 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პანდემიის გამო რუმინეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და აკრძალულია ყველა სახის საჯარო შეკრება. სააღდგომო ლიტურგია რუმინეთში წელს დახურულ ეკლესიებში ჩატარდება.

ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, 18 აპრილს სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა და მოუწოდა მართლმადიდებლებს, რომ აღდგომა სახლში დარჩენით აღნიშნონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG