Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მედია ადვოკატირებისთვის" სასულიერო პირის მიერ ჟურნალისტის "გაკოჭვის" მოწოდებას ეხმიანება


კოალიცია 'მედია ადვოკატირებისთვის" ეხმაურება ჟურნალიტს ირაკლი ვაჩბერიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომლის თანახმად,ქუთაისის სამების ტაძრის წინამძღვარმა მრევლს მასზე ძალადობისკენ, კერძოდ, "მისი გაკოჭვისკენ" მოუწოდა.

ირაკლი ვაჩიბერაძე გამარტავდა, რომ დეკანოზის გაღიზიანება გამოიწვია 7 აპრილს ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ვაჩიბერიძის მიერ გაკეთებულმა სიუჟეტმა, რომლის მომზადების დროსაც ჟურნალისტი სხვადასხვა ტაძარს სტუმრობდა სიტუაციის აღწერის მიზნით, იმის გასარკვევად თუ როგორ ყიდდნენ ბზას.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც სასულიერო პირის მოწოდებაა გადაღებული, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

"მივმართავთ საქართველოს მთავრობას დაიცვას ჟურნალისტები მსგავსი თავდასხმისა თუ საქმიანობის უკანონო ხელშეშლებისაგან< - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG