Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა სააღდგომო მილოცვაში „უფლის შეწევნის“ იმედი გამოთქვა


რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული მკაცრი იზოლაციის გამო 18 აპრილის ღამით არ მისულა ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგიაზე, იმედი გამოთქვა, რომ „უფლის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება“.

კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თანახმად, ვლადიმირ პუტინი აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს თავის რეზიდენციაში, ნოვო ოგარიოვოში, სადაც რუსეთის ლიდერი უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფება კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად ქვეყანაში გამოცხადებული მკაცრი თვითიზოლაციის გამო.

„ყველა დონის ხელისუფლება რუსეთში რიტმულად, ორგანიზებულად და პასუხისმგებლიანად მუშაობს. ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს“, - აღნიშნა თავის სააღდგომო მიმართვაში რუსეთის ლიდერმა.

ბოლო სტატისტიკით რუსეთში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ დაახლოებით 5 ათასით გაიზარდა და 42 ათასს გადასცდა. 361 პაციენტი გარდაიცვალა.

შაბათ საღამოს მოსკოვში მდებარე იესო მაცხოვრის სახელობის ტაძარში სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ და სასულიერო პირებმა აღდგომის ღვთისმსახურება აღასრულეს მრევლის გარეშე. გავრცელებული ცნობით, რუსეთის ხელისუფლებიდან ტაძარში იმყოფებოდა მხოლოდ რკინიგზის დეპარატამენტის ხელმძღვანელი ვლადიმირ იაკუნინი, რომელმაც ეკლესიაში მიიტანა იერუსალიმში, ქრისტეს საფლავზე გადმოსული წმინდა ცეცხლი.

XS
SM
MD
LG