Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა


საქართველოში გასული საღამოს შემდეგ, 394-დან 399-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. მათგან 93 გამოჯანმრთელებულია.

განახლებული მონაცემები 20 აპრილს, წინა დღეებთან შედარებით დააახლოებით ერთი საათით გვიან, 11:05 საათზე გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

საქართველოში 24 საათის განმავლობაში ყველაზე მეტი - 42 შემთხვევა 16 აპრილს დაფიქსირდა. მას შემდეგ, დღე-ღამეში მატება იყო 22, 18 და 6.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით 4 ადამიანია გარდაცვლილი.

XS
SM
MD
LG