Accessibility links

ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნეს


საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის ვიდეოკონფერენცია 20 აპრილს გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ვიდეოკონფერენციის დროს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გახარიას განცხადებით, მაშინ, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს განაგრძობენ. გახარიას თქმით, შესაბამისად, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერა და ევროპული სოლიდარობა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც მკაფიო და შეუქცევადი იქნება.

გასულ კვირაში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის მონიშვნა დაიწყეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG