Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: მოსალოდნელი პიკის ეკლესიის სეგმენტთან დაკავშირება არასწორია


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, საქართველოში კოვიდ-19-ის მოსალოდნელი პიკის ერთ რომელიმე სეგმენტთან დაკავშირება არასწორია. კითხვაზე, იზიარებს თუ არა ეპიდემიოლოგების რჩევას, რომ თვითიზოლაციაში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგიას ესწრებოდნენ, მან განაცხადა:

„ლაპარაკი ასე არ შეიძლება, მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ. ჩემთვის ეხლა უცხო არ არის, მე შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი არ მოიტანს, ისე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს ეჭვი, რომ კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან.

„ეს შეეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას და არა ნაწილობრივ რომელიღაცა სეგმენტს“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში გასული ღამის შემდეგ, 402-დან 408-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. მათგან 95 გამოჯანმრთელებულია.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით 4 ადამიანია გარდაცვლილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG