Accessibility links

კორონავირუსის აფეთქება „თავისუფალი პრესის მიმართ საფრთხეს ზრდის“


კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მედიის თავისუფლებას მზარდი საფრთხე შეექმნა მთელ მსოფლიოში იმ ქვეყნებში, სადაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორებიცაა ჩინეთი და ირანი, არ ავრცელებენ პანდემიის დეტალებს. ამის თაობაზე იტყობინება „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ თავის წლიურ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში პრესის თავისუფლებას აფასებს.

აფეთქებამ „გამოიწვია და გააძლიერა არაერთი კრიზისი“, რითაც უკვე ჩრდილი მიადგა პრესის თავისუფლებას, იტყობინება პარიზში დაფუძნებული ორგანიზაცია 21 აპრილს გავრცელებულ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, პანდემიამ ზოგიერთ რეჟიმს უბიძგა იქითკენ, რომ „ესარგებლათ მომენტით, როცა ხალხი შეშფოთებული და ნაკლებად მობილიზებულია და გაეტარებინა ზომებით, რომლებიც სხვა დროს შეუძლებელი იქნებოდა“. პრესის თავისუფლების რეიტინგის მიხედვით შედგენილ სიაში, რომელშიც 180 ქვეყანაა შეყვანილი, ბოლო ადგილზე არიან თურქმენეთი და ჩრდილოეთი კორეა.

ინდექსს სათავეში უდგას ნორვეგია, რომელსაც მყარად, უკვე მეოთხე წელიწადია მოჰყვება ფინეთი. ამ სიაში გერმანია მე-11-ა, საფრანგეთი და ბრიტანეთი 34-35-ე ადგილებზე არიან, ხოლო აშშ - 45-ე. საქართველოს სიაში მე-60 ადგილი აქვს და უსწრებს ევროკავშირის წევრს ქვეყნებს - პოლონეთს, საბერძნეთსა და ბულგარეთს, ასევე უნგრეთს, რომლის მიმართ, ანგარიშში კრიტიკაა გამოთქმული. ამ ქვეყნის მთავრობამ მიიღო საგანგებო კანონი ყალბი ინფორმაციის შესახებ, რომელიც „სრულიად შეუსაბამო და ნაძალადევი ზომა იყო“, წერია ანგარიშში, რომლის მიხედვით უნგრეთი ამ სიაში 89-ე ადგილზეა.

საქართველოს მეზობელი რუსეთი 149-ეა სიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG