Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის მომხრე ცხრა მებრძოლი მოკლეს


ირანის მომხრე ცხრა მებრძოლი იქნა მოკლული ისრაელის ავიაციის მიერ სირიის ცენტრში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს.

ამის თაობაზე სირიის სამეთვალყურეო ცენტრი იტყობინება. ლონდონში მოქმედი ცენტრის თანახმად, გვიან, 21 აპრილს, იერიში მიიტანეს ირანის შეიარაღებული რაზმების სამხედრო პოზიციებზე პალმირას უდაბნოში, ჰომსის პროვინციაში.

ისრაელის არმიამ კომენტარი თავდასხმის გარშემო არ გააკეთა.

სირიის სახელმწიფო სააგენტო სანამ განაცხადა, რომ ქვეყნის ანტისარაკეტო დაცვის სისტემამ „წინააღმდეგობა გაუწია ისრაელის სარაკეტო აგრესიას“ და „ჩამოაგდო მტრის რამდენიმე რაკეტა, სანამ ისინი მიზანს მიაღწევდნენ“.

ისრაელმა ბოლო წლებში ასეულობით საჰაერო იერიში განახორციელა სირიის ტერიტორიაზე ირანის ძალების, სირიის მთავრობის პოზიციებსა და მის მოკავშირე ძალებზე.

დასავლეთის და ისრაელის დაზვერვის თანახმად, ირანის ძალები და მისი მოკავშირეები იყენებენ ერაყთან მოსაზღვრე უდაბნოს ჯარების და თანამედროვე ტექნიკის სირიაში გადასატანად, რათა დახმარება გაუწიონ სირიის მთავრობას და ჰიზბოლას დაჯგუფებას.

რუსეთთან ერთად ირანი უწევს მხარდაჭერას სირიის მთავრობას მეამბოხეებთან ომში, რომელიც ათი წელია მიმდინარეობს. ომს 400 ადამიანი ემსხვერპლა და საბრძოლო მოქმედების გამო მილიონობით ადამიანი შეიქნა იძულებული, საცხოვრებელი არეალი დაეტოვებინა.

XS
SM
MD
LG