Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ აჭარის ტელევიზიის შესახებ განცხადებას ავრცელებს


კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციების განცხადებით, აჭარის მაუწყებელში თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება.

„თვალს ვადევნებთ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებს და მიგვაჩნია, რომ კვლავაც უწყვეტად გრძელდება თანამშრომელთა დევნა და შევიწროება მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, 21 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან მოხსნა. როგორც თავად ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სოციალურ ქსელში მაუწყებელთან დაკავშირებით მის მიერ გამოხატული პოზიცია დაუსახელეს. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ აღნიშნავს, რომ ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე მაუწყებლის თანამშრომლებისათვის სოციალური ქსელში პოზიციონირების წესები გუშინ, 20 აპრილს განათავსა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG