Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო კილაძე ბიძინა ივანიშვილის Tik Tok-ზე: კარგი ნაბიჯი იყო, ბევრი გახალისდა


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფო კილაძე ოპოზიციას იმ კრიტიკისთვის აკრიტიკებს, რაც მმართველი პარტიის დამფუძნებლის Tik Tok-ზე გამოჩენას მოჰყვა. ამის შესახებ მან პარლამენტის ტრიბუნიდან ადამიანის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

"თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილი არ ახსენოთ, მე ეს გამიკვირდება. სხვათა შორის, ნამდვილად, უღირსი საქციელი იყო, ქალბატონმა სალომემ Tik Tok რომ ახსენა. ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტი და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით და ამიტომ გყავთ ეს ადამიანი ამოღებული მიზანში. იმიტომ არის, რომ სულ მასზე ლაპარაკობთ და ისეთი პოზიტიური რამ, რაც ვნახეთ გუშინ და ძალიან ბევრი ადამიანი გახალისდა, კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან - თქვენ ეს გამოიყენეთ, რა თქმა უნდა, როგორც ლანძღვის კორიანტელის დაყენება", - თქვა კილაძემ.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში არ გამოჩენილა. ოპოზიცია მას სწორედ ამის გამო აკრიტიკებდა. გუშინ კი მისმა შვილმა, ბერა ივანიშვილმა Tik Tok-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც მამასთან ერთად არის გადაღებული. ეს ივანიშვილის ერთადერთი აქტივობაა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი.

XS
SM
MD
LG